ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი საქართველოში კორონავირუსის პიკურ ფაზას ეხმაურება.
როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა ამ ტემპით გაიზრდება, მაშინ კლინიკები ვირუსთან გამკლავებას შეძლებენ.
"ჯერჯერობით მზაობა გვაქვს, გააჩნია პიკს. ადვილი სათქმელი არ არის, პიკი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი. არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი ნაკადით, ფაქტია კლინიკები ახერხებენ და ვუძღვებით ჩვენ საქმეს", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.