logo
ENG



სოლოღაშვილი:მედპერსონალი ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტისგან დაინფიცირდა

09 ივნ 202012:46
3 წუთის საკითხავი
 

818 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში, ბოლო 24 საათში 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან, 3 ინფიცირებული ბოჭორიშვილის კლინიკის მედპერსონალია - 2 ექთანი და ერთი სანიტარი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები ჰყავდათ და მედპერსონალის დაინფიცირება მოხდა მაშინ, როდესაც მათ ამ პაციენტების შეკავება მოუწიათ. კლინიკაში ასევე აცხადებენ, რომ მათ ფაქტზე რეაგირებისთვის კონკრეტულ უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა პოლიციამ დახმარებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მედპერსონალს თავად მოუწია ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებთან მუშაობა.

რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკის სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომბი ახასიათებთ და ამ ეტაპისთვის მათი მდომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენ მოგვიწია სამწუხაროდ არაადეკვატურ 1-2 პაციენტთან ურთიერთობა, რომელსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, ფსიქიკური პრობლემის გამო. ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება, არ გვეკარებოდა არავინ გარკვეული რისკების გამო, არც ერთი სამართალდამცავი ორგანო, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაგრამ მათიც გვესმის. ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ სამი პერსონალი, ექთანი და სანიტარი ერთი და იგივე ცვლის დაინფიცირდა, თუმცა კლინიაკში დაცულია უსაფრთხოების ზომები. სანიტარს ჰქონდა უაშუალო კონტაქტი, ჰქონდა მედდას იმიტომ, რომ ჩვენ დაგვჭირდა ამ პაციენტის გაკავება, ფიზიკურად გაკავება და ისე ვერ მოხდებოდა, რომ არა ესეთი ქმედება“,-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორიის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 ე.წ. მარნეულის კლასტერს და 1 ბოლნისის კლატერს მიეკუთვნება, 2 პაციენტი კი საკარანტინო სივრციდან იქნა გადმოყვანილი.

შეგახსენებთ, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 818 შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსისგან 686 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

 

 


close დახურვა