ევროპარლამენტის საგარეო უთთოერთობების კომიტეტის თავჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალებას გამოეხმაურა.
როგორც მაკკალისტერმა აღნიშნა, 15 მაისს პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა მისივე თქმით ასევე მნიშვნელოვანია გიორგი რურუას გათავისუფლება.
„მივესალმები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას 15 მაისს, რაც მნიშვნელოვანი ასპექტია რვა მარტის შეთანხმების იმპლემენტაციის. მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას, პოლიპატიმრის, რომელიც მე თავად მოვინახულე თბილისში ყოფნისას ციხეში, მაგრამ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა რჩება აქამდე პატიმრობაში“,-განაცხადა დევიდ მაკკალისტერმა.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყლა.
18 მაისს კი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართა - სასამართლომ რურუა პატიმრობაში დატოვა.