logo
ENG



მაკრონი: ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზაში ქალებისა და ბავშვების დაბომბვა

11 ნოე 202318:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/11/s431y1zaeiaxbja.jpg

"ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზაში ქალებისა და ბავშვების დაბომბვა", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი აღიარებს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, მშვიდობიანების დაბომბვას "არავითარი გამართლება" არ აქვს.

"დღეს მშვიდობიანი მოქალაქეები იბომბებიან. ეს ჩვილები, ქალები, მოხუცები დაბომბეს და მოკლეს. ამის არანაირი საფუძველი და ლეგიტიმაცია არ არსებობს. მოვუწოდებთ ისრაელს, შეწყვიტოს", - თქვა მაკრონმა.  

ასევე, აღნიშნა ისიც, რომ საფრანგეთი "მკაფიოდ გმობს" ჰამასისი ტერორისტულ ქმედებებს. 

მაკრონის ამ განცხადებას ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს ჰამასი და არა - ისრაელი. 

"დანაშაულები, რომლებსაც ჰამასი დღეს ღაზაში ჩადის, ხვალ ჩადენილი იქნება პარიზში, ნიუ-იორკსა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში", - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში. 


close დახურვა