logo
ENG



მაკრონი: მოვითხოვე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ შეხვედრა და სანქციები

22 თებ 202202:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/22/b1s6cgw4ii1syrb.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ შეხვედრა მოითხოვა.

"აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებით რუსეთი არღვევს შეთანხმებებს და ზიანს აყენებს უკრაინის სუვერენიტეტს. მე ვგმობ ამ გადაწყვეტილებას. მე უკვე მოვითხოვე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივი შეხვედრა და სანქციები ევროპის მხრიდან", - წერს მაკრონი ტვიტერზე.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა

მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება. 

მანამდე, პუტინს დონეცკის და ლუგანსკის საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელებმა მიმართეს და დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვეს.

15 თებერვალს რუსეთის დუმამ პრეზიდენტს მიმართა, რომ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს. 

ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებმა უკრაინისგან დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადეს. რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს კიევი. ორივე ე.წ. რესპუბლიკა აღიარებული აქვს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ცხინვალის რეგიონს.

 


close დახურვა