საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ახალი დარტყმების შემდეგ, ვიმეორებ: ყველაფერი უნდა გაკეთდეს სადგურის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
უკრაინული მედიის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან განიხილა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია და უკრაინის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფა.
რუსული ძალების მხრიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას 19 და 20 ნოემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური დაბომბვა უწოდა.