logo
ENG



მაკრონი: ჩვენ უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად დონორთა კონფერენციის გამართვას ვგეგმავთ

24 ნოე 202212:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/24/54ojygjzlfjm1jh.png

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო რუსული თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და თქვა, რომ ეს ქმედებები "დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს".

"უკრაინამ დღეს მასიური დაბომბვა განიცადა, რის გამოც ქვეყნის დიდი ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის დანაშაულია და დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს." - დაწერა მაკრონმა Twitter-ზე.

23 ნოემბერს, რუსეთის საჰაერო თავდასხმებმა უკრაინის წინააღმდეგ კრიტიკული ობიექტები გაანადგურა, მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლი და საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება, სადაც ახალშობილი ბავშვი დაიღუპა. 

მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მომავალ თვეში პარიზში უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად, დონორთა კონფერენციის გამართვას გეგმავს.

"13 დეკემბერს, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ მოვახდენთ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინისთვის, რათა დავეხმაროთ ამ ქვეყანას გამძლეობის შენარჩუნებაში და გარანტირებული ჰქონდეს ​ ელექტროენერგიასთან წვდომა. ჩვენ არ დავივიწყებთ მოლდოვას, რომელიც ასევე დაზარალდა წყლისა და ელექტროენერგიის შეწყვეტით." - დაწერა მაკრონმა ტვიტერზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს მხარი დაუჭიროს შემოთავაზებულ "უკრაინის სამშვიდობო ფორმულას" საჰაერო თავდასხმის შემდეგ, რომელსაც მან "ტერორის რუსული ფორმულა" უწოდა.


close დახურვა