საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უახლოეს დღეებში დამატებითი იარაღის მიწოდებას დაჰპირდა. ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაკრონმა დაადასუტრა, რომ საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და მომდევნო დღეებსა და კვირებში კიდევ უფრო გაიზრდება, ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
ამასთან, მაკრონმა თქვა, რომ უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ივნისში, ევროსაბჭოს სესიაზე განიხილება.
მისივე თქმით, ბლოკის განხილვა დაფუძნებული იქნება აზრზე, რომელსაც გამოთქვამა როგორც ევროკომისია, ასევე ვერსალის სამიტზე მყოფი ყველა სახელმწიფო, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია.
ზელენსკიმ და მაკრონმა ასევე აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან სამხედროების ევაკუაცია განიხილეს და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევაზე ისაუბრეს.
სასახლის ცნობით, ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და "დიალოგი ხანგრძლივი და არსებითი იყო".