საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თებერვალში ის უკრაინას ეწვევა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად, რომლის მიხედვითაც პარიზი კიევს დამატებით იარაღს მიაწოდებს.
ამასთან, მაკრონის თქმით, უკრაინას უახლოეს კვირებში SCALP-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ 40 ფრთოსან რაკეტასა და რამდენიმე ასეულ ბომბს გადასცემენ.
"ვაპირებთ, გაცილებით მეტი აღჭურვილობა მივაწოდოთ უკრაინას და დავეხმაროთ იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად. მე თვითონ გავემგზავრები უკრაინაში თებერვალში"- თქვა მაკრონმა.
საფრანგეთმა SCALP-ის ტიპის პირველი პარტია, უკრაინას 2023 წლის ზაფხულში გადასცა.