logo
ENG



მაკრონის თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე

01 იან 202315:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/01/1ab9nlycex8s2q0.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე.

"ჩვენ (საფრანგეთი და უკრაინა) ერთად ავაშენებთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. საფრანგეთის და ევროპის იმედი გქონდეთ", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

5 დეკემბერს, მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებზე. მისი თქმით, ის აგრძელებს პუტინთან რეგულარულ დისკუსიებს და პირდაპირ კონტაქტს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ურთიერთქმედების აღდგენის საუკეთესო გზა ამ პირდაპირი არხის შენარჩუნებაა.

3 დეკემბერს, მაკრონმა თქვა, რომ დასავლეთმა უნდა განიხილოს, თუ როგორ დააკმაყოფილოს რუსეთის საჭიროება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, თუ პუტინი დათანხმდება მოლაპარაკებებზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.


close დახურვა