ემანუელ მაკრონს მიაჩნია, რომ რუსეთის დამარცხება უკრაინაში ევროპის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. პარიზში ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას მოსკოვში განსაკუთრებული გაღიზიანება მოჰყვა. მაკრონმა მომავალში უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, რაც კრემლში მოსკოვსა და ნატოს შორის გარდაუვალი შეტაკების წინაპირობად აღიქვეს.