logo
ENG



მაკრონმა საფრანგეთის პრემიერს თანამდებობის დატოვების განცხადება დაუკმაყოფილა

17 ივლ 202410:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/17/cmk3s8yih44blwn.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტრ გაბრიელ ატალის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დააკმაყოფილა. 

ატალმა პოსტის დატოვების შესახებ მაკრონს საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დღეს მიმათა, თუმცა თავდაპირველად საფრანგეთის პრეზიდენტმა მას ეს განცხადება არ დაუკმაყოფილა და პრემიერს ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად პოსტზე დარჩენა სთხოვა.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პირველ ადგილზე გასულ ახალ სახალხო ფრონტს პრემიერობის კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია, შესაბამისად, ახალი მთავრობის დანიშვნამდე ატალი და სხვა მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან.

ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მაკრონი მოუწოდებს რესპუბლიკელ ძალებს, "იმუშაონ ერთად, რათა შექმნან ერთიანი ფრონტი პროექტებისა და გადაწყვეტილებების ირგვლივ, რომლებიც ფრანგი ხალხის ინტერეში იქნება".

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, არჩევნებში პირველ ადგილს ახალი სახალხო ფრონტი იკავებს, ხოლო მეორეზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია გავიდა. რაც შეეხება მარინ ლე პენს, ულტრამემარჯვენეები მესამე ადგილზე გავიდნენ.


close დახურვა