logo
ENG



მაკფოლი საქართველოზე: ბაიდენს შეუძლია ვითარებაზე ზეგავლენის მოხდენა

23 თებ 202113:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/23/p77dminspo1cgim.jpg

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეუძლია, ვითარებაზე ზეგავლენის მოხდება.

მაკფოლი ბაიდენს დადებულ პირობას ახსენებს:

"ნავალნის დაპატიმრება პირველი ტესტი იყო. მიანმარი მეორე. საქართველო მესამე ტესტია. ბაიდენმა პირობა დადო, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების წინსვლისთვის მეტს გააკეთებდა. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმედ იქცეს. ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე მასთან ერთად ვიყავი იქ 2009 წელს. მას შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ვითარებაზე", - წერს მაკფოლი.


close დახურვა