პრეზიდენტმა ბაიდენმა ევროპის დემოკრატ ლიდერებთან ერთად სასწრაფოდ უნდა წამოაყენოს სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნა. ეს არის ამონარიდი მაიკლ მაკფოლის მიერ ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებული მოსაზრებიდან. დიპლომატი ამბობს, რომ მსოფლიომ არ უნდა დაუშვას მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მაკფოლი სანქციების საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორია. წარსულში კი ამერიკის ელჩი იყო რუსეთში. მაკფოლი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის სიკვდილი პუტინის გამარჯვება იქნება. სწორედ ამიტომ იხსენებს დიპლომატი ზელენსკის მიმართვას, რომელიც სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას ისახავდა მიზნად.
მაკფოლის განცხადება სააკაშვილზე
05 იან 202320:26
3 წუთის საკითხავი