logo
ENG



მალე თბილისში ბოქლომების მაღაზიას გახსნიან... გაკოტრებული პოლიტიკოსები - წულუკიანი

21 ნოე 201911:04
3 წუთის საკითხავი
 
1gelxu66zkzu198.jpg

მალე თბილისში ბოქლომების მაღაზიას გახსნიან, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და აქციის მონაწილეების მიერ გამოცხადებულ ე.წ. ბოქლომების ომს.  როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციური გაერთიანება გაკოტრებული რეჟიმშია.

"გაკოტრებული რეჟიმის მყოფი პოლიტიკური ძალა",-სწორედ ამ სიტყვებით შეაფასა მან საქართველოს ოპოზიციური სპექტრი. 

მისივე თქმით საქართველოში გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფილია, თუცა კანონის დარღვევას შესაბამისი რეაქცია მოყვება. 

"ჩვენს ქვეყანაში სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება. იქნება ეს ყვავილებით და თუ ბოქლომების საშუალებით. ყოველთვის, როდესაც კანონის ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტი გამოხატვის თავისუფლებას გაცდება, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა რამდენიმე დღის წინ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, შს მინისტრს იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია, მადლობა გადავუხადო",-აღნიშნა წულუკიანმა.

 


close დახურვა