logo
ENG



მალიარი: ბახმუტის მიმართულებით მძიმე ბრძოლაა, მტერს დაკარგული პოზიციების დაბრუნება სურს

04 აგვ 202319:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/rblltfewnt1lxgt.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს და იქ მტერს დაკარგული პოზიციების დაბრუნება სურს.

"მძიმე ვითარებაა ბახმუტის მიმართულებით. სამხრეთ ფლანგზე ჩვენი ჯარები საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არიან, მაგრამ წინსვლას აგრძელებენ. მტერი ჩრდილოეთ ფლანგზე გვიტევს, თუმცა ჩვენ თავდასხმებს ვიგერიებთ. მტერს დაკარგული პოზიციების დაბრუნება სურს.

ამასთან, აღმოსავლეთით მტერი ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით გვიტევს. იქ სასტიკი ბრძოლებია, მაგრამ ჩვენი დამცველები მტერს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ", - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

მალიარის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევითი ოპერაციების ჩატარებას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროები თანდათან წინ მიიწევენ.


close დახურვა