logo
ENG



მალიარი: ბოლო ერთ კვირაში უკრაინელებმა 18 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს

17 ივლ 202310:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/17/npeua2bilzl71g6.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში უკრაინელებმა 18 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

"გასული კვირის განმავლობაში, აღმოსავლეთით და სამხრეთით შეტევითი მოქმედებების შედეგად 18 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა. ზოგადად, კონტრშეტევის დროს გათავისუფლებული ტერიტორია 210,5 კვადრატული კილომეტრია", - ამბობს მალიარი.

მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა 8 დასახლების გათავისუფლება შეძლეს.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან თქვა, რომ უკრაინაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებებები მიმდინარეობს.


close დახურვა