უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში, უკრაინელებმა აღმოსავლეთით და სამხრეთით 37 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება შეძლეს.
"აღმოსავლეთით გრძელდება როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი ოპერაციები. ჩვენ ბახმუტის მიმართულებით წინ მივიწევთ, მტერი კი აგრძელებს შეტევას ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით.
მტერი ცდილობს, განდევნოს ჩვენი ჯარები პოზიციებიდან, მაგრამ ჩვენი დამცველები მათ შეკავებას ახერხებენ. იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, სამხრეთით უკრაინის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ. კერძოდ, ბერდიანსკის, მელიტოპოლის, ნოვოდაროვკას, პრიუტნოეს, ნოვოდანილოვაკს, რობოტინოს, ნოვოსელკას და სტარომაიორსკის მიმართულებით.