logo
ENG



მალიარი: გასულ კვირას უკრაინელებმა 14,6 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს

31 ივლ 202310:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/31/s8ty4rlfw00q32t.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, გასულ კვირას უკრაინელებმა 14,6 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

"გასულ კვირას უკრაინელმა დამცველებმა სამხრეთით 12,6 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, ბახმუტის მიმართულებით კი 2. მთლიანობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 14,6 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. მძიმე ბრძოლები გრძელდება", - ამბობს მალიარი.

ამასთან, გუშინ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ოლქში, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით წინ მიიწევენ.


close დახურვა