logo
ENG



მალიარი: დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინელები წარმატებას აღწევენ

31 აგვ 202316:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/31/e3tg2bxwq209ay4.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინელები წარმატებას აღწევენ.

"უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში პროგრესირებენ და წარმატებას აღწევენ. უკრაინის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებით აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება.

ახლა მტერი დიდ ძალისხმევას მიმართავს ლუჰანსკის ოლქის ნოვოგოროვკასა და ბელოგოროვკას რაიონებზე თავდასხმისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენი დამცველები მტერს ანადგურებენ და ხელს უშლიან მათი გეგმების განხორციელებას", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მალიარი ამბობს, რომ პარალელურად, უკრაინის ჯარების შეტევითი ოპერაცია სამხრეთის მიმართულებით გრძელდება. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ნოვოდანილოვკა-ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით წარმატებას აღწევენ.


close დახურვა