logo
ENG



მალიარი: ზოგიერთი ქვედანაყოფი რუსეთის სარდლობის ბრძანებების შესრულებაზე უარს ამბობს

05 მარ 202315:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/05/azaarajjhsetomy.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ზოგიერთი ქვედანაყოფი რუსეთის სარდლობის ბრძანებების შესრულებაზე უარს ამბობს.

"რუსული საოკუპაციო ჯარები კვლავ დიდ დანაკარგებს განიცდიან. ზოგიერთი ქვედანაყოფი [რუსეთის] სარდლობის ბრძანებების შესრულებაზე უარს ამბობს, მათ შორის დონეცკის ოლქის ვუჰლედარის მახლობლად. რუსების რეალური დანაკარგების შესახებ ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება სამხედროებს შორის და მტრის პერსონალის დემორალიზებას იწვევს", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვედანაყოფების აჯანყებასთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალების სარდლობამ გააძლიერა იძულებითი და სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება, ცდილობდა სამხედრო დისციპლინის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ვუჰლედართან რუსული არმიის უზარმაზარი დანაკარგები ბრიტანულმა დაზვერვამაც დაადასტურა. ანალიტიკოსების თქმით, რუსული ძალები თავდასხმების დროს დღეში 150-დან 300-მდე ოკუპანტს კარგავდნენ.


close დახურვა