logo
ENG



მალიარი: საერთო ჯამში, ბახმუტის მიმართულებით უკვე 44 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ

28 აგვ 202315:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/28/wvwgt5yyjg5n2bn.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, საერთო ჯამში, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელებმა 44 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

"ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე წინ მივიწევთ. გასულ კვირას იქ კიდევ 1 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ. დაკავებულია მთავარი სიმაღლეები, რაც ჩვენს ძალებს დომინირების საშუალებას აძლევს.

ამ მიმართულებით, საერთო ჯამში, უკვე 44 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული. სამხრეთი უკრაინელი სამხედროების შეტევის მთავარი მიმართულებაა და იქ ოკუპანტები თავდაცვით პოზიციებზე არიან", - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, აღმოსავლეთის მიმართულებით რუსული არმიის გადაჯგუფება მიმდინარეობს, რათა საბრძოლო პოტენციალი გაზარდონ და აქტიური შეტევითი ოპერაციები განაახლონ.


close დახურვა