უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელები აღმოსავლეთით წინ მიიწევენ, სამხრეთით ტერიტორიები გაათავისუფლეს.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევის ოპერაციებს ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში აგრძელებენ. სამხრეთით, შეტევის დაწყებიდან [უკრაინელებმა] 130 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.
კვირის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთით თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები აწარმოეს. მათ ტაქტიკური წარმატებაც ჰქონდათ", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, გასულ კვირას უკრაინის ჯარები კონტრშეტევით ოპერაციებს აწარმოებდნენ. კერძოდ, ორეხოვო-ვასილევკას, ბახმუტის, ბოგდანოვკას, იაგოდნოეს, კლიშივკასადა კურდიუმივკას რეგიონებში. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ყველა მიმართულებით უკრაინელი დამცველები 2 კილომეტრამდე დაწინაურდნენ.