logo
ENG



მალიარი: უკრაინის არმია წინ მიიწევს, თუმცა იარაღის კუთხით, მტერს აქვს უპირატესობა

15 სექ 202321:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/15/oj1mh9y3kyevxtg.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინის არმია წინ მიიწევს, თუმცა იარაღის კუთხით, მტერს აქვს უპირატესობა.

"უკრაინელები მამაცები, შეუპოვრები არიან და პროფესიონალურად იბრძვიან, მაგრამ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად იარაღი გვჭირდება. უკრაინელებმა გარისკეს და შეტევაზე გადავიდნენ იმ პირობებში, როცა მტერს მეტი ხალხი, იარაღი და საჰაერო უპირატესობა აქვს.

ყველა ჩვენი პარტნიორის მადლობერი ვართ სამხედრო დახმარებისთვის, ამ დახმარების გარეშე ჩვენ ვერ გავიმარჯვებდით", - წერს Telegram-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა