logo
ENG



მალიარი: უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოფელი რობოტინო სრულად გაათავისუფლეს

28 აგვ 202310:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/28/dnwem9omyjtgz3n.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოფელი რობოტინო სრულად გაათავისუფლეს.

"უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო სრულად გაათავისუფლეს. სამხრეთით შეტევაზე ვართ გადასული, ეს არის ჩვენი მთავარი შეტევის ხაზი. მტერი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში თავდაცვაზეა გადასული.

რობოტინო სრულად გათავისუფლდა. ახლა ჩვენი ჯარები რობოტინოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და მალაია-ტოკმაჩკას სამხრეთით მოძრაობენ", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მალიარის თქმით, რუსული არმიის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინელები ნოვოდანილოვკას, ნოვოპროკოპოვკას, მალაია ტოკმაჩკასა და ოჩერეტოვატის მიმართულებით წინ მიიწევენ. 


close დახურვა