logo
ENG



მალიარი: უკრაინული ძალები ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით წინ მიიწევენ

30 ივლ 202310:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/30/0acnrgp1ph989zt.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინული ძალები ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით წინ მიიწევენ.

"უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის გარშემო სამხრეთ ფლანგზე. მტერს ბახმუტის მიმართულებით დამატებითი ძალები გადაჰყავს. თავად ქალაქში კი დაბომბვა ორივე მხრიდან გრძელდება.

ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით თანდათან წინ მივდივართ. შეტევითი ბრძოლა ყველა მიმართულებით გრძელდება", - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

მალიარის თქმით, ბრძოლა გრძელდება ავდიივკას მიმართულებით, თუმცა მტერი იქ წარუმატებელ შეტევებს ახორციელებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მარინკას მიმართულებით რუსებმა თავდასხმის ინტენსივობა გაზარდეს, იყენებენ ტანკებს, ქვეით საბრძოლო მანქანებს, მაგრამ როგორც მალიარი ამბობს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველა თავდასხმის მოგერიებას ახერხებენ.


close დახურვა