logo
ENG



მალიარის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი რივნოპოლი დაიბრუნეს

26 ივნ 202316:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/26/p1zp05x0deqd32d.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი რივნოპოლი დაიბრუნეს.

"თავდაცვის ძალებმა რივნოპოლი ჩვენი კონტროლის ქვეშ დააბრუნეს", - წერს Telegram-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

დღეს, მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთით წინ მიიწევენ, სამხრეთით კი ტერიტორიები გაათავისუფლეს. მისი თქმით, კვირის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა აღმოსავლეთით თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები აწარმოეს და ამასთან, ტაქტიკური წარმატებაც ჰქონდათ.

22 ივნისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს, რივნოპოლისა და ბელოგოროვკას მიმართულებით კი წინსვლას აგრძელებდნენ.


close დახურვა