24 სამხედრო დაიღუპა და 29 დაშავდა მალიში ჯარისკაცებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთით მოხდა. შეიარაღებული პირები სამხედროებს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც მალელი ჯარისკაცები ნიგერიელებთან ერთად პატრულირებდნენ. უცნობია რომელ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდნენ თავდამსხმელები. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ მალელმა სამხედროებმა ასამდე ადამიანი დააკავეს.