ხადის ხეობაში სასტიკად მოკლული რაიან სმიტის დედა დანაშაულისთვის გასამართლებულ მალხაზ კობაურს პატიობს, თუმცა მის ბრალეულობაში დარწმუნებულია.
როგორც წერილშია აღნიშნული, სმიტების ოჯახი ამაყობდა და ახლაც ამაყობს თავიანთი შვილით რაიანით, ლორათი და ქელებით. მათ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს, მალხაზ კობაურმა კი მოსიყვარულე ადამიანები მოკლა.
შემზარავი მკვლელობის დეტალების გახსენების პარალელურად, მოკლულის დედა, უვადო პატიმარს ჩადენილ დანაშაულს პატიობს და მონანიებას ურჩევს.
"რაიანის მამამ ბაირონმა და მე გავაკეთეთ არჩევანი, რომ გაპატიოთ ჩვენი არაჩვეულებრივი შვილის რაიანის მკვლელობა, ჩვენი სათნო, საზრიანი რძლის ლორას მკვლელობა და ჩვენი ძვირფასი 4 წლის შვილიშვილის ქელების მკვლელობა. ჩვენ არ გვინდა შენს მიმართ მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება,"- აღნიშნულია წერილში.
ლინ სმიტმა მალხაზ კობაურს წერილი 2018 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოუგზავნა, თუმცა, როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი აცხადებს, კობაურმა წერილი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღო. ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით, მანამდე კობაურს წერილი პენიტენციური დაწეესებულების თანამშრომლებმა არ გადასცეს, ამით კი მისი უფლებები დაირღა. წერილის გაცნობის შემდეგ კობაურს სურს რომ სმიტების ოჯახს შეხვდეს. საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას კი სტრასბურგში გეგმავს.
შემთხვევა ხადას ხეობაში გასულ წელს მოხდა, სასტიკად ნაწამები სმიტების ოჯახის წევრები სხვადასხვა ადგილას იპოვეს.