მალხაზ მაჩალიკავშილი, 20 ივნისის საქმეზე, მორის მაჩალიკაშვილის დაკავებას, მასზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს.
„მორის მაჩალიკაშვილი ჩემს გამოა დაკავებული, რათა მალხაზ მაჩალიკაშვილი შეასუსტონ. ორი წლის განმავლობაში მე ძალიან ბევრი რამე გადავიტანე და დღესაც იგივე ჯოჯოხეთს გავდივარ. იმედია სინდის-ნამუსი მაინც ეყოფათ, რომ მორისი გაათავისულონ,“ - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშილი.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძისა და გიორგი ქურდოვანიძის სასამართლო პროცესი 28 ოქტომბრისთვის გადაიდო. აქციის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ილია მემარნიშვილმა ბრალი აღიარა. შესაბამისად, მისი საქმე დანარჩენი პირების საქმეს გამოეყო და სხვა მოსამართლეს გადაეცა. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 ექსპერტი დაკითხა.
20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.