logo
ENG



მალხაზ მაჩალიკაშვილი: ქართულ ოცნებას 20 ივნისის სცენარის გამეორება უნდა

18 ნოე 201911:23
3 წუთის საკითხავი
 
3ux67synyzdk854.jpg

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილი. მოქალაქეები და ოპოზიციის წარმომადგენლები "ოცნების" დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, "ოცნების" დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში პროვოკაციის მოსაწყობად მიდიან. ის ასევე განმარტავს, რომ "ქართულ ოცნებას" 20 ივნისის სცენარის გამეორება უნდა.

"ჩემ ფეხებს მოვლენ დეპუტატები. ისინი იმიტომ მოდიან, რომ პროვოკაცია მოაწყონ. ამათ სხვა არაფერი არ შეუძლიათ. 20 ივნისის სცენარის გამეორება უნდათ. 20 ივნისი იყო "ქართული ოცნების" ნაძირლების წამოწყებული პროვოკაცია. მათ უნდათ დაიჭირონ და ციხეში ჩაყარონ ხალხი. არავის არ მივცემთ შესვლის უფლებას, თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, გამოვათრევთ იქიდანაც,"- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.


close დახურვა