logo
ENG



მალხაზ მაჩალიკაშვილი: ყველამ ვთქვათ ჩვენი სიტყვა და გავაცილოთ ეს სისხლიანი რეჟიმი

20 ოქტ 201920:14
3 წუთის საკითხავი
 
8tgf6pg2zq3b4h7.png

მალხაზ მაჩალიკაშვილი თელავში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. სიტყვით გამოსვლისას მან საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი ხელისუფლების გადაყენება და სისტემის დასრულება.

"ვთქვათ ყველამ ჩვენი სიტყვა და გავაცილოთ ეს სისხლიანი რეჟიმი 2020 წლამდე თუ არა, 2020-ში. ყველანი ერთიან მუშტად შევიკრათ და დავდგეთ ერთ მხარეს. მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს და გავაცილოთ ეს არარაობა მთავრობა ამ ქვეყნიდან", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. 

მოძრაობამ "ქვეყნის სამსახურში" რეგიონებში გასვლა კახეთიდან დაიწყო. 

ცნობილია, რომ მსგავსი აქციები ქვეყნის მასშტაბით სიმბოლურად, ყოველი თვის 20 რიცხვში გაიმართება.


close დახურვა