logo
ENG



მალხაზ მაჩალიკაშვილი იზოლატორიდან გაათავისუფლეს

07 ივლ 202121:30
3 წუთის საკითხავი
 
მალხაზ მაჩალიკაშვილი იზოლატორიდან გაათავისუფლეს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

6 ივლისს აქციაზე "თავისუფლებისთვის დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. სასამართლო სხდომის შემდეგ ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ 3 მუხლით არის საქმე აღძრული, 3 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმია შედგენილი.

"მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე დააკავეს 3 საფუძვლით, სამივე არის აბსურდული, უკანონო და დაუსაბუთებელი. ესაა, თითქოს მალხაზ მაჩალიკაშვილი არ ემორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნას, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და, ასევე ედავებიან ცივი იარაღის ტარებას", - თქვა ადვოკატმა.

მისივე ცნობით, დღევანდელი სხდომა გადაიდო იმ საფუძვლით, რომ დაცვის მხარე საჭიროებს მასალების გაცნობას სრულად. მომდევნო სხდომა 23 ივლისს 13 საათზე გაიმართება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ, 6 ივლისს გამართულ სოლიდარობის აქციაზე დააკავეს.

პარლამენტთან აქცია "თავისუფლებისთვის" ძალადობრივი კონტრაქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, როდესაც ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს და სოლიდარობის აქციის მონაწილეებს ქვები და ხელკეტები დაუშინეს.


close დახურვა