logo
ENG



მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება განაახლა

19 თებ 202012:29
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხელმოწერების შეგროვება განაახლა.  მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ აპრილიდან მის აქტივობას პანკისელი ახალგაზრდებიც შეუერთდებიან. 

„დღეიდან განახლდება ხელმოწერების შეგროვება, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია. აპრილიდან იქნება ჩართული ოპოზიციური პარტიები, ქისტი მოსახლეობის ახალგაზრდათა ჯგუფი, ინგუშეთიდან და ჩეჩნეთიდანაც ჩამოვლენ კონკრეტულად ამ საქმეზე", - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მას სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებიც ეხმარებიან. 

„ჩვენ, ახალგაზრდები მხარში ვუდგავართ მალხაზ მაჩალიკაშვილს და მოვიტხოვთ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია", - ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები.

შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილი, კომისიის შექმნას მისი შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიების მიზნით ითხოვს. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ ერთი კენჭისყრა ამ თემაზე უკვე ჩააგდო. პროკურატურამ კი მკვლელობის საქმე დახურულად გამოაცხადა.


close დახურვა