ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირი მამა ანდრია სარია ამ წუთებში საპატრიარქოში შეხვედრას მართავს. ანდრია სარიას განცხადებით ის საპატრიარქოში ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მღვდელმთავარმა მეუფე გრიგოლ კაციამ დაიბარა. სასულიერო პირისთვის უცნობია კონკრეტულად რა საკითხზე მოხდა მის დაბარება და არ გამორიცხავს რომ მისი დაბარება იმ განცხადებებს უკავშირდებოდეს, რომელიც მისი მხრიდან საჯაროდ რამდენჯერმე გაკეთდა. მამა ანდრია სარია არც იმას გამორიცხავს, რომ საპატრიარქომ მას რაიმე სახის სანქცია დაუწესოს.
„ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ მცხეთა-თბილისის ზნეობრივი კომისია მიბარებდა. იმიტომ, რომ პირველ რიგში მომჩივანი თუ ვინმე იყო წლების განმავლობაში და თუ ვინმე აპროტესტებდა ეს ჩვენ ვიყავით და მრავალი სასულიერო პირთა დარღვევები, მამათმავლობის ნარკოდანაშაულის სხვადასხვა მიმართულებით გავაჟღერეთ. ამ არეულ სივრცეში, როდესაც მაშინათვე დაარეკინეს ჭყონდიდის ახლანდელ, წესით დროებით დანიშნულ ეპისკოპოსს იმიტომ, რომ სინოდმა ის დროებით დანიშნა. მაგრამ რაღაც შიდა გაუგებარი დადგენილებით იის მუდმივმოქმედად გამოაცხადეს. ესეც კანონდარღვევაა. საეკლესიო კანონებს საერთოდ არ ექვემდებარებიან და რასთან გვაქვს ასეთი კაზუსები, ვის მიერ იმართება, სწორედ ეს კითხვები მეც მაქვს და შესაბამისად, ველოდები ჯერ იმ კითხვებზე პასუხს, რაც ისმოდა ჩემგან და მერე მეც დაველოდები მათგან ჩემს მიმართ შეკითხვებს“, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.