„კათალიკოს პატრიარქი არის შეშინებული,“ - ამის შესახებ განცხადებას მღვდელმონაზონი მამა ანდრია სარია აკეთებს. მისი განცხადებით პატრიარქის მხრიდან მასთან შეხვედრაზე უარი სწორედ ამით აიხსნება.
მამა ანდრია სარიას განცხადებით, პატრიარქი მზად არ არის შეხვდეს დაზარალებულ ადამიანებს, რაც უკვე სერიოზული პრობლემაა. მისივე განცხადებით, როდესაც ზვიად გამსახურდია ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა, პატრიარქმა მას დევნა დაუწყო.
„მე ოფიციალურად პატრიარქის მდივანთან გავაკეთე მოთხოვნა განცხადების სახით, რომ პირადად მსურდა პატრიარქთან შეხვედრა ვინაიდან, განცხადებები ერთპიროვნულად ზედაპირულად სხვა მხრიდან მოისმინა. მას ჩემი მხრიდან არ მოუსმენია რამდენად სწორი არგუმენტები მაქვს. ვიტყოდი, რომ კათალიკოს პატრიარქი არის შეშინებული. მან გააკეთა ასეთი განცხადება, რომ მე არ ვარ მზად შესახვედრადო. როგორ შეიძლება თავის მღვდელ მონაზონთან არ იყოს მზად შესახვედრად? ის არ არის მზად მამა გიორგი მამალაძესთან შესახვედრად, ის არ არის მზად მამა ანდრიასთან შესახვედრად, ის არ არის მზად შეხვდეს დაზარალებულ ადამიანებს. სულ ასეთი სათხოვარია მასთან შეხვედრა, რაც უკვე სერიოზული პრობლემაა. ზვიად გამსახურდია, როდესაც ეკლესიის პრობლემებზე საუბრობდა მან დევნა დაუწყო მას და ეს ყველასთვის ცნობილია. მეუფე იაკობი, რომელიც იგინება პასუხი არ მოუთხოვიათ, თვით იმ მღვდელმთავრებსაც კი ვისაც აგინა. ასეთი ადამიანები უკვე არიან მამათმავლები, ეს ადამიანები განსჯილი არ არიან და თურმე მამა ანდრია და სხვა პიროვნებები არიან საქართველოს ეკლესიაში პრობლემა,“ - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
შეგახსენებთ, რომ მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება რამდენიმე დღის წინ აეკრძალა.