სასჯელაღსრულების მიმართულებით საპატრიარქოს კურატორი, მამა გიორგი თევდორაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე უნდა შეიწყალოს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საპატრიარქოში შექმნილ ვითარებას განმუხტავს.
„ვფიქრობ, რომ უნდა შეიწყალოს, რადგან არ არის სასიამოვნო ის, რაც ხდება და უნდა დასრულდეს. მე ვსაუბრობ ჩემი სახელით, როგორც კოლეგას, მინდა რომ ეს ადამიანი შეიწყალონ. არ მგონია ვინმეს მოსწონდეს ის რაც ხდება, ამიტომ უნდა დასრულდეს“, - განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა.