logo
ENG



მამა გიორგის:იმედს ვიტოვებ პრეზიდენტი წმინდა სინოდის პოზიციას გაითვალისწინებს

05 ნოე 201911:58
3 წუთის საკითხავი
 
nga7zuiszry0uj2.png

მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღესვე შეიწყალოს.  ადვოკატის განმარტებით, ზურაბიშვილის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი არაფერს ნიშნავს, რადგან შეწყალების უფლება პრეზიდენტს კონსტიტუციის საფუძველზე აქვს მინიჭებული. 

„წმინდა სამართლებრივად არ არის არანაირი ფაქტორი მის მიერ გამოცხადებული ე.წ. მორატორიუმის. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება. ამის უფლება საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. არავის არ აქვს ამ უფლების შეჩერების უფლება მანამ, სანამ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში არსებობს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს შეუძლია დეკანოზი დღესაც შეიწყალოს. იმედს ვიტოვებ, რომ ის ადამიანი, რომელიც დღეს ძალიან ცუდად არის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, პრეზიდენტი წმინდა სინოდის პოზიციას გაითვალისწინებს", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ "ფორმულასთან" საუბარში. 

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა შესაძლოა დეკანოზი გიორგი მამალაძე 23 ნოემბერს შეიწყალოს. თავად ზურაბიშვილი შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ მას გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს და დრო სჭირდება. 

 


close დახურვა