დეკანოზ გიორგი მამალაძის სავარაუდო შეწყალების საკითხს ოპოზიცია გამოეხმაურა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს მამალაძის შეწყალება მორატორიუმის პირობებში.
„მორატორიუმის გამოცხადების პირობებში როგორ უნდა მოხდეს მსჯავდებულის შეწყალება, ეს სამართლებლივად ცოტა გაუგებარია, სწორედ აქამდე მიგვიყვანა სალომე ზურაბიშვილის უპასუხისმგებლო ქმედებებმა, რომ დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა მსჯავდებულის შეწყალება, მათ შორის იმ მსჯავდებულის შეწყალება, რომლის გათავისუფლებასაც უკვე თითქმის სამი წელია ითხოვენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
საკითხს გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე. მისი თქმით, შეიწყალებს თუ არა მამალაძეს პრეზიდენტი, ეს მისი გადაწყვეტილებაა და ის ისე უნდა მოიქცეს, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ.
„ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ჩვენ შეწყალება უნდა განხორციელდეს თუ არა ამას კი არ ვაფასებთ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს შესაძლოა კოუფციული ინტერესით იღებდა. ამას სჭირდება გამოძიება, თორემ შეიწყალებს თუ არა მამალაძეს ეს არის დისკრედიტაციული უფლებამოსილება პრეზიდენტის და თავად როგორც ჩათვლის საჭიროდ ისე უნდა მოიქცეს, " - განაცხადა კახიძემ.
1 ნოემბერს სააგენტო პრაიმტაიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს, სავარაუდოდ, 23 ნოემბერს შეიწყალებს. ეს ინფორმაცია უარყო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ამბავს „ფეიკნიუსი“ უწოდა.