logo
ENG



მამალაძის სასამართლო პროცესი სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარდება

27 თებ 202020:32
3 წუთის საკითხავი
 

მამა გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი, რომელზეც სასჯელის გადავადებაზე უნდა იმსჯელონ, სასჯელაღსრულების მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ლილი მსხილაძემ დღეს გამოაცხადა და პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული წერილით ახსნა. მოსამართლის მტკიცებით, მსჯავრდებულს თავად არ სურდა სასამართლოში გამოცხადება. ადვოკატებს კი პროცესის დაწყებამდე სხდომის მდივანმა აცნობა, რომ პენიტენციური დაწესებულება ვერ უზრუნველყოფდა მსჯავრდებულის გადმოყვანას.

სამედიცინო დასკვნების არსებობის მიუხედავად პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მამალაძე პროცესზე გამოცხადებაზე უარს საკუთარი სურვილით აცხადებს. 

დაკავებული დეკანოზის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ პროცესის დახურვა ხელოვნურად ხდება, რათა უძლურებაში მყოფი მსჯავრდებული საზოგადოებამ არ ნახოს. პროცესს მეუფე პეტრეც ესწრებოდა. ყოფილ მიტროპოლიტს სჯერა, რომ საპატრიარქოს მოთხოვნით სასამართლო სასჯელის გადავადებაზეც უარს იტყვის. 

სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ დეკანოზი ადვოკატმა მოინახულა. მამა გიორგის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ სხდომაზე დასწრების შესახებ მსჯავრდებულისთვის არაფერი უკითხავთ და მოსამართლის მიერ წაკითხული წერილის შინაარსი გაუგებარია.

მსჯავრდებული დეკანოზისთვის სასჯელის გადავადებაზე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში 5 მარტს იმსჯელებენ. მოსამართლე სამედიცინო დასკვნების ავტორებს მოუსმენს. 


close დახურვა