logo
ENG



მამების ბიზნესი - ტენდერებს ისევ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები იგებენ

05 დეკ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის საკრებულოს წევრის მამას - საგანგებო მდგომარეობის დროს მერიამ ხელშეკრულება გამარტივებული წესით გაუფორმა. მას მისცა ექსკლუზიური უფლება - საკარანტინე სივრციდან მოქალაქეების ტრანსპორტირების. ამისთვის 22 500 ლარი გადაუხადეს. საჯარო მოხელის მამა ბოლო ერთ წელში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული გამარტივებული 9 შესყიდვიდან მერიისგან 41 049 ლარი მიიღო. არანაკლებ შთამბეჭდავი თანხა მიიღო ბიუჯეტიდან ზუგდიდის მერიის თანამშრომლის საბა შონია მამამ. ვახტანგ შონიას შპს ვითი 21-ს საერთო ჯამში მისი შვილის სამსახურმა 700 000-მდე ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა.


close დახურვა