მამის და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ბრალდების მხარე კაცისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებული პოლიციამ 9 ივლისს დააკავა. პროკურატურამ მას ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. შსს-ს ინფორმაციით, "7 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას - ა.ო.-ს და პაპას - გ.ო.-ს, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ო და გ.ო. ადგილზე გარდაიცვალნენ".