logo
ENG



მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა

22 ნოე 202611:08
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/22/ogsdbyhrqi7y740.png

ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა.

შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 20 ნოემბერს გამოსცა.

განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2026 წლის 8 სექტემბრის მთავრობის განკარგულება, რომლითაც მამუკა მდინარაძეს, როგორც მთავრობის ყოფილ წევრს, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრისთვის – მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის განკარგულება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში.


close დახურვა