logo
ENG



მამუკა ხაზარაძე: აშკარაა, რომ ქართულმა ოცნებამ ჩაშალა მოლაპარაკებები

19 მარ 202109:37
3 წუთის საკითხავი
 
მამუკა ხაზარაძე: აშკარაა, რომ ქართულმა ოცნებამ ჩაშალა მოლაპარაკებები

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულმა ოცნებამ ჩაშალა. 9-საათიანი შეხვედრის უშედეგოდ დასრულებას იგი ფეისბუქზე გამოეხმაურა. 

"აშკარაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩაშალა მოლაპარაკებები. ეს არის უაღრესად უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც აზიანებს ქვეყანას და მის დასავლურ კურსს. ეს არის გზა წარსულისა და ჭაობისკენ. მეტ ვარდნას, რყევებს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს!.. ჩვენ ამ ვარდნას შევაჩერებთ!" - წერს ხაზარაძე. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 9-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე პროგრესი არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსი მიღწეული არ არის. 

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

მანამდე, საქართველოში თავად შარლ მიშელი ჩამოვიდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი. 


close დახურვა