logo
ENG



მამუკა ხაზარაძე პირდაპირი ეთერის დათმობის მოთხოვნით ტვ იმედთან მივიდა

16 იან 202220:36
3 წუთის საკითხავი
clock 2640

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ტვ იმედის შენობასთან მივიდა და ითხოვს, პირდაპირი ეთერი დაუთმონ. მისი თქმით, მზადაა, მის მიმართ ფულის გათეთრების საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

"მე დავდე სტატუსი დღეს, მანამდე დავარეკინე ტვ იმედში რომ მოვდივართ. ვუთხარით, რომ სიუჟეტის ფარგლებში მზად ვართ, პირდაპირ ეთერში ტვ იმედის მაყურებელს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.

ამომწურავი ინფორმაცია კი ის არის, რომ საქართველოში, 21-ე საუკუნეში არ უნდა არსებობდეს ტელევიზია, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს აქვთ კარები ჩარაზული. 3 წლის განმავლობაში მე და ბადრი ჯაფარიძე, ნებისმიერი თანაპარტიელი ვერ მოხვდა ამ სივრცეში მხოლოდ იმიტომ, რომ სხვანაირად ვუყურებთ მოვლენებს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ფორმულას ეთერში საუბრისას. 

ადგილზე მივიდა იმედის ჟურნალისტი, რომელმაც ხაზარაძეს უთხრა, რომ სიუჟეტის ფარგლებში ჩაიწერდა მის კომენტარს, პირდაპირ ეთერს კი გადაცემის ფორმატი არ ითვალისწინებდა, რაზეც მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა.


close დახურვა