logo
ENG



მამუკა ხაზარაძემ შუშის ოფისის გახსნა დაანონსა

29 ოქტ 201922:03
3 წუთის საკითხავი
 
o0y4qtou0wng9tx.jpg

„ლელოს“ დამფუძნებელმა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ მოსახლეობასთან შეხვედრები დააანონსა და განაცხადა, რომ მისი პარტია შუშის ოფისს გახსნის.

„ხუთშაბათიდან მე შევხვდები მოსახლეობას. გადავწყვიტეთ, რომ ოფისი გავხსნათ „თბილისი ცენტრალში“, რადგან აქ იკვრება ყველა სატრანსპორტო  კვანძი. იქ გვაქვს ღია ადგილი, გავხსნით შუშის ოფისს. „ტიბისი“ ბანკის კონცეფციაც იყო სწორედ ასე მოფიქრებული - ოფისი მარჯანიშვილზე, სადაც ყველა მომხმარებელს შეეძლო შუშის ოფისებში ყურება. ჩემი კაბინეტიც კი იყო შუშის. „ცენტრალშიც“ ასე გავაკეთებთ შუშის შენობას, სადაც მე ვიქნები და ჩვენი მომავალი პარტიის ლიდერები. შევხვდებით თითოეულ ადამიანს და დაველაპარაკებით, ჩამოვართმევთ ხელს“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე „ფორმულას“ ეთერში სოფო ზურაბიანის კითხვებს პასუხობდა.  


close დახურვა