logo
ENG



მამუკა ხაზარაძეს საკუთარი ბრალდების საქმეზე, სასამართლო პროცესზე დაკითხავენ

06 დეკ 202109:37
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძე პირველად დაიკითხება. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის მორიგი სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.

პროცესზე ისევ დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 2 მილიონამდე ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.


close დახურვა