მუქარის წერილი, რომლის ავტორადაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას ასახელებენ, უკვე საგამოძიებო ორგანოშია. ექსპერტიზამ ლონდონში დაადგინა, რომ წერილზე 17 ანაბეჭდია, რომელიც გამოძიებისთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს. მამუკა ხაზარაძე ითხოვს დადგინდეს, ვის ეკუთვნის თითის ანაბეჭდები.
„ეს საქმე აშიშვლებს მთელ სისტემას და აჩვენებს, როგორ იმართება სახელმწიფო“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი, მოძრაობა „ლელოს“ წევრი.
იყო თუ არა მუქარის ავტორი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და აღმოჩნდება თუ არა წერილზე მოქმედი პრემიერის თითის ანაბეჭდები -ამასთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურმა ორაზროვანი განცხადება გააკეთა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიღებული განცახდებებისა და წარმოდგენილი მასალის გაცნობის შემდეგ საქართევლოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. გამოიკითხებიან ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები.
იგულისხმება თუ არა ამ პირში ქვეყნის პრემიერი გიორგი გახარია და არის თუ არა წერილის ავტორი ბიძინა ივანიშვილი - ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც პროკურატურა გამოძიებას დაასრულებს. იმ შემთხვევაში, თუ მთავარმა სახელმწიფო ბრალმდებმა ვერ დადგინა, თუ ვის ეკუთნის ანაბეჭდები, შესაძლოა, მამუკა ხაზარაძემ საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს.