საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.