გლდანის რაიონში ავტომობილის შეჯახების შედეგად საშუალო წნევის გაზსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც 3 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გაზმომარაგების აღდგენა 16:00 სთ-დან დაიწყო და 20:00 სთ-მდე დასრულდება.
კერძოდ შეზღუდვა შეეხო: გლდანის ,,ა” მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე გლდანის II მ/რ-ში მდებარე კორპ. 24, 24ა, 24ბ, 25, 31, 34, 35, ქერჩის ქ. 5-ში, ფორე მოსულიშვილის ქ. 1-ში (კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ), ფ. მოსულიშვილის ქ. 15-ში (მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ), ასევე გლდანის I და II მ/რ-ს შორის, ხიზანიშვილის ქ. 45-ში (ვეკუას ქ. 22) – ყოფ. სავაჭრო ცენტრის შენობაში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას, ფორე მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ შპს ,,მმბ”-ის კორპუსის, კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ (მარატ ნოზაძის ქ. 8) საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ხიზანიშვილის ქუჩაზე – შპს ,,თავთავს”, ი/მ ხათუნა წიკლაურს, სს ,,უძრავი ქონებას”, შპს ,,სიცილიას”, სამიკიტნო – მაჭახელას,
გლდანის I და II მ/რ-ს შორის – შპს "ქეთის", შპს ,,ს გამბლინგ ჰოლს”, ახმეტელის სახ. თეატრის მიმდებარედ – შპს ,,ყავის სახლი კენინგჰოლს”, შპს ,,ლიდერთრეიდს”, შპს ,,გლდანი მოლს”, ვეკუას ქუჩაზე – შპს ,,მედკაპიტალს” და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა #23 პოლიკლინიკა – დიაგნოსტიკურ ცენტრი, შპს ,,#55 აფთიაქი”, შპს ,,სქაი ჰოლდინგი”, შპს ,,პრესტიჟი, Fშპს ,,ჯეოსელი”, #136 საჯარო სკოლა, ქ. თბილისის #35 საბავშვო ბაგა-ბაღი გლდანის “ა” მ/რ-ში – ფ/პ დ მოდებაძე, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ – ფ/პ ტაბატაძეს, შეშელიძის ქუჩაზე – შპს “ერა + “ და სხვა.